კლუბ ,,პოლიგლოტის" პირველ სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ხალხური ლექსი "შემომეყარა ყივჩაღი" და ამ თემაზე შექმნილი პოეტური ნიმუშები:
შემომეყარა ყივჩაღი
ხალხური
სამზღვარსა მუხრანისასა
შემომეყარა ყივჩაღი
ხალხური
შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა,
-ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
“ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა”.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
-ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა,
-არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით - ის,
ქალი წავიდა სხვისასა.
სხვა ვერსიით :
ქალი სიდედრსა მივჰგვარე,
მე კი აქა ვსჭამ ქვიშასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა,
-ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
“ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა”.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
-ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა,
-არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით - ის,
ქალი წავიდა სხვისასა.
სხვა ვერსიით :
ქალი სიდედრსა მივჰგვარე,
მე კი აქა ვსჭამ ქვიშასა.
ყივჩაღის პაემანი
გიორგი ლეონიძე
ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…
მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
ყივჩაღის მონანიება
ლაშა გახარია
ვაი, რა ცუდი ყოფილა,
ქართველთან ცოლზე ცილობა…
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანა მჭირს ჭრილობა!
რა მწუხთში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა.
ყარყუმის ბეწვის მაგიერ
–ჭინჭნარში წოლა ტიალად;
უნდომლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა…
მაგრამ… თუ ქალმა გაცდუნა,
მაგრამ… თუ გულმა იალა,
სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა
თივისებრ აგაბრიალა!…
ხორცი – ხოხბისა კი არა,
პური – თავთუხის კი არა,
ღვინო – მუხრანის კი არა…
უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,
ურჩომიმც გჭირდეს იარა.
ვაი, რა შარი ყოფილა,
ვაი, რა ზარი ყოფილა,
რა ბინდისკარი ყოფილა
–ქართველის ცოლზე ცილობა…
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა
ათასგანა მჭირს ჭრილობა!
ქართველთან ცოლზე ცილობა…
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანა მჭირს ჭრილობა!
რა მწუხთში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა.
ყარყუმის ბეწვის მაგიერ
–ჭინჭნარში წოლა ტიალად;
უნდომლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა…
მაგრამ… თუ ქალმა გაცდუნა,
მაგრამ… თუ გულმა იალა,
სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა
თივისებრ აგაბრიალა!…
ხორცი – ხოხბისა კი არა,
პური – თავთუხის კი არა,
ღვინო – მუხრანის კი არა…
უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,
ურჩომიმც გჭირდეს იარა.
ვაი, რა შარი ყოფილა,
ვაი, რა ზარი ყოფილა,
რა ბინდისკარი ყოფილა
–ქართველის ცოლზე ცილობა…
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა
ათასგანა მჭირს ჭრილობა!
მ ე და ყ ი ვ ჩ ა ღ ი
გოდერძი ჩოხელი
სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,
ის რო სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცოლი რო სხვაგან წავიდა,
რო გახდა დუშმანისია,
ე, მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა,
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა,
იქნება დრო დამდგარიყო…
და როცა ჟამი იგულა,
მომვარდა ხმალმოღერებით;
პური კი აღარა მთხოვა,
პური ისედაც მისია,
ცხენი კი აღარა მთხოვა,
ცხენი ისედაც მისია,
ცოლი კი აღარა მთხოვა,
ღმერთმა გაიგოს, ვისია…
მამული მთხოვა _ ვერ მივე,
ის ჩემი წინაპრისია.
შემომიტია ყივჩაღმა,
ჯიქურ და ჯიქურ მიტია,
ვახ თუ მამული მას დარჩეს,
მე გავხდე საძრახისია.
იმედი მრჩება ღმერთისა,
თან ჩემი პაპებისია.
ყივჩაღის მონოლოგი
თამაზ წიკლაური
მუხრანის ბოლოს წამოვდექ,
ადგილიც მახსოვს მისხლითა.
ხმალო, გამიძელ, გამოდექ,
გაუმაძღარო სისხლითა!
აი, აქ შემხვდი პირსავსე,
აი, აქ შემხვდი პირსავსე,
მკლავზე ნაწოლი ლომისა,
ყელ-ყური მთვარეს გიმსგავსე,
ბადახშისა და ბროლისა.
ცოლ-ქმარი შემომეყარეთ,
ცოლ-ქმარი შემომეყარეთ,
მავალნი შორი გზისასა,
მე შავ ჯოჯოხეთს შემყარეთ,
ვაი ბედს ყივჩაღისასა!
რა მოხდა თმა ჩაგიშალე,
რა მოხდა თმა ჩაგიშალე,
ის კოცნაც რაღას გიზამდა?!
ისეთი რა დაგიშავე,
ქმარმა რო ხმალი მისართა!
გამრიყეთ გაურიყავი,
გამრიყეთ გაურიყავი,
ახსოვთ გზათა და მინდორთა,
მაშინ კაი ყმა ვიყავი,
თურქებს რო ვჩეხდი დიდგორთან!
სისხლი ბობოქრობს ველური,
სისხლი ბობოქრობს ველური,
გული როდემდე მტკიოდეს?!
სადა ხართ დავითფერული,
შენი ქმრის თავზე წიოდეს.
ათასი წლის წინ დაღვრილი
ათასი წლის წინ დაღვრილი
სისხლი გავლოკე ქვიშაზე,
მუხრანთან გიცდით დაღლილი,
ვარდის ფურცლობის ნიშანზე!
მუხრანული
ლანს ელიოტი
საღამო იყო ბნელაი,
ვემზადებოდი ძილადა,
ჩემ ქმარმა შაიგვიანა,
არა სჩვეოდა წინადა,
შინ მაიყვანა სტუმარი,
ბაღში ბულბული სტვინავდა,
უზმო ყოფილა ბეჩავი,
მშიერ მგელივით გმინავდა,
პურ-ღვინო ვაჭამ-ვასმიეთ,
ალაჰს მადლობას სწირავდა,
შეღვინებული ყივჩაღი
მიმზერდა, თან მიცინავდა,
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
ფიქრში მასთანა მძინავდა,
ჩემი ერთაი თვრებოდა,
ვეღარაფერსა ჰტვინავდა,
ალაპარაკდა სტუმარი,
თაფლი სწვეთავდა, სცვილავდა:
,,კარში ძაღლ არ გაიგდება...’’
ცა იქცეოდა, გრგვინავდა,
,,ლოგინს გავუშლი ბეჩავსა,
მინამ ავდარი მინავლდა...’’
ვეღარ ითმენდა ყივჩაღი,
ჟინი თავისას ჟინავდა,
ხელი მამხვია, მაკოცა,
გამალებული ქშინავდა,
ცეცხლივით ავენთებოდი,
ქმრის სარეცელზე ჰყინავდა,
ერთაი უკვე ბრაზობდა,
ძილში ფრანგულსა ჰპირავდა.
(წყარო poetry.ge)
Comments
Post a Comment