ლიტერატურული კლუბ "პოლიგლოტის" მორიგი შეხვედარა დედაენის დღეს მიეძღვნა, მკითხველებმა შექმნეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კალიგრაფიული ნიმუშები, წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართული ენისა და იმ საზოგადო მოღვაწეთა შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ მშობლიური ენის გამდიდრებისა და დაცვის საქმეში. მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დაასახელეს საყვარელი სიტყვები, გთავაზობთ ჩამონათვალს: მადლობა, მზე, დედა, მიყვარხარ, ყვავი, იმედი, ყვავილი, ქართული, სამშობლო, ზღვა, უდაბნო, ბაყაყი, გვირილა...
კლუბის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ის მკითხველები, რომლებიც დისტანციურად აგრძელებენ სწავლას.
Comments
Post a Comment