ჰაიატე სოტომე სტუმრად "პოლიგლოტში"

ლიტერატურულ კლუბ "პოლიგლოტს"  იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე  ესტუმრა. ჰაიატე ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტია და დისერტაციას ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის  შესახებ წერს. ის კარგად იცნობს ქართულ კულტურას და შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას. ჰაიტე  "პოლიგლოტის" მკითხველებს   ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში გადმოცემული  ჰუმანიზმის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა სტუმარს განსხვავებულ თემებზე დაუსვეს კითხვები და  თავიანთი სახელის იაპონურად ჩაწერაც სთხოვეს.






Comments