"გაუზიარე მუსიკა"

    ლიტერატურული ინიციატივით  სკოლა "პოლიგლოტში" ხორციელდება პროექტი სახელწოდებით  "გაუზიარე მუსიკა".

     მკითხველების მოსაზრებით, არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ მუსიკასაც დიდი როლი აქვს პიროვნების განვითარების პროცესში;  ადამიანები უსმენენს მუსიკას  და მათი გემოვნება, დამოკიდებულება სწორედ ამ არჩევანში ვლინდება. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა მუსიკის სხვადასხვა ჟანრის, შემსრულებლების შესახებ. გარდა მოსწავლეებისა, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები და "თავიანთ მუსიკას" გააცნობენ  მოსწავლეებს,  რაც ხელს შეუწყობს როგორც ცნობიერების ამაღლებას, ისე  მათ დაახლოებას. ასევე, მომხსენებლებმა  უნდა გააკეთონ  პრეზენტაცია, რაც განავითარებს მათი კომუნიკაციისა და აუდუტორიასთან ურთიერთობის უნარს.
   კლუბის წევრები შეიკრიბნენ და ამ  პროექტის განხორციელების გეგმა დასახეს. იხ. პროექტის ფოტოები




Comments